VET
11.05.2026

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო 2026 წლის 11 მაისს და გაგრძელდება 29 მაისის 00:00 საათამდე. როგორ დარეგისტრირდეთ რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, სპეციალურ პორტალზე: vet.ge ამავე ვებგვერდზე შესაძლებელია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალის ნახვა და სასურველი მიმართულების შერჩევა. პროფესიული განათლების პორტალზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია დაფინანსება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. დაფინანსება ვრცელდება როგორც სახელმწიფო მონაწილეობით დაფუძნებულ, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე. სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობა შეუძლიათ: • საქართველოს მოქალაქეებს • უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს • თავშესაფრის მაძიებელ პირებს • ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს • დამატებითი დაცვის მქონე პირებს რეგისტრაციის პირობები პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე პირს რეგისტრაციის უფლება შეზღუდული აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი სწავლის დაწყების დროისთვის დაასრულებს მიმდინარე პროგრამას. საგაზაფხულო მიღების ეტაპები რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 1 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით გაიმართება შერჩევის პროცესი. შერჩევის წარმატებით გავლის შემთხვევაში, აპლიკანტებს საბოლოო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ 26 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით. შერჩევის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება შემდეგ ვებგვერდზე: vet.ge სწავლის დაწყება ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყება 2026 წლის 14 სექტემბერს. დამატებითი ინფორმაცია დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: ცხელი ხაზი: 032 2 200 220 ელ.ფოსტა: info@emis.ge Facebook Messenger